JustPaste.it

პრანკი, როგორც ლაკმუსი

scale_12001.jpeg

სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს ექსპრეზიდენტის გათამაშებამ, რომელიც მოწყობილი იყო ცნობილი რუსი პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის მიერ გარი კასპაროვის სახელით, უპასუხა ყველა კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ არის საქართველოში არსებული კრიზისის დამკვეთი და სპონსორი.

საუბრის დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი კრიზისი ოპოზიციისა და ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციების მიერაა მოწყობილი დასავლური ფონდების სახსრების წყალობით, რომლებიცუცხოური აგენტების შესახებკანონის ძალაში შესვლის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, შეემცირებინათ ფინანსური ნაკადები ქართული ორგანიზაციებისთვის.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია. ზურაბიშვილისთვის იდეალური ვარიანტია საქართველოში 2014 წლის კიევის მაიდანის მსგავსი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია აგრძელებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი სცენარის მომზადებას, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე ვერ მოხერხდება.

ამ გეგმის განსახორციელებლად სალომე ზურაბიშვილს სჭირდება ფული. მან გამოთქვა მზადყოფნა იმ ადგილობრივი ორგანიზაციების (მასმედიის, არაკომერციული ორგანიზაციების, პოლიტიკური ძალების) სიის შედგენაში, რომლებიც მზად არის, იმუშაოს ამ სცენარის განსახორციელებლად.

ალბათ, ასეთი ღია საუბარი ქართული ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საგარეო ფინანსურ მხარდაჭერაზე პირველად შედგა. ევროპელები, ზურაბიშვილის თქმით, ნელა მოქმედებენ დაკრიტიკული მომენტი უკვე დადგა“.

ზურაბიშვილის მიდგომა არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა დაუდასტურა. მისი აღიარებ უფრო გულწრფელად ჟღერს. ის პირდაპირ ამბობს: ჩვენ გვაქვს არაოფიციალური ქვედანაყოფები, როგორ უკრაინის მაიდანზე. ჩვენ გვყავს მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბებით, ხალხი მმართველი პარტიიდან, ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან. და ისინი შეიარაღებულები არიან”.

ამრიგად, ამ საუბარმა დაადასტურა ის, რისი დაჯერებაც ძნელი იყო. დასავლური ფულის დახმარებით ზურაბიშვილი, მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია, მასმედია და ოპოზიცია მზადაა, ჩვენ თვალწინ აკადრონ ჩვენს ქვეყანას ყველაფერი თავიანთი ფინანსური სარგებლის უზრუნველსაყოფად. საქართველოსა და ჩვენს მოსახლეობას ისინი არაფრად აგდებენ - მთავარი მათი ინტერესებია.

ამასთან დაკავშირებით ლოგიკურია, გავიხსენოთ რამდენიმე მომენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბიოგრაფიიდან. მისი ბაბუა სპირიდონ კედია მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა მესამე რაიხთან იმ იმედით, რომ ჰიტლერის დახმარებით საქართველოში ნაციონალისტური მმართველობა დამყარდებოდა. ზურაბიშვილის მამა მიხეილ კედია ნაცისტური გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურებში მსახურობდა. თავად ზურაბიშვილი ახალგაზრდობაში მონაწილეობდა ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც დაკავშირებული იყო ერების ანტიბოლშევიკურ ბლოკთან - სტრუქტურასთან, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან. სამაგალითოა ისიც, რომ 2005 წელს, უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფნის დროს, ზურაბიშვილ ოფიციალურად იღებდა ხელფას საფრანგეთის მთავრობისგან - თვეში €15 ათას. გარე პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის პირდაპირი უცხოური დაფინანსება საშინაო საქმეებში ჩარევის უპრეცედენტო შემთხვევაა.

დასკვნები აშკარაა, მაგრამ ისინი თქვენ თვითონ უნდა გამოიტანოთ.